მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსი გიდები, რუსების კაფეები, რუსების ავტობუსები...“ - რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტურიზმში

ტურიზმი

ტურისტული კომპანია Travelshop-ის დამფუძნებელი და სასტუმრო The 10-ის მფლობელი ნიკა მანჯგალაძე ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში უკვე ადაპტირდნენ და ბიზნესსაქმიანობას ჩვეულებრივ ეწევიან.

„ძველ თბილისში რომ გაიაროთ, ნახავთ რუსეთის მოქალაქეების კაფეებს, რუს გიდებს, რუსების ტურისტულ ავტობუსებს... ყველაზე მეტად ის „მომწონს“, რომ რუს გიდევს ბეიჯებიც უკეთიათ, რომელიც არ ვიცი, ვისი გაცემულია და ეს ძალიან უცნაურია. მათ არავინ აკონტროლებს... რუსეთის მოქალაქეებს ძალიან მარტივად აქვთ აქ ცხოვრება აწყობილი - ჩამოვიდნენ, ბიზნესები დაარეგისტრირეს, თავიანთ კაფეებში მიდიან და მოდიან...“, - ამბობს ნიკა მანჯგალაძე, რომელიც არ მიიჩნევს, რომ ტურიზმის ინდუსტრიით დაკავებული რუსეთის მოქალაქეები მისი კონკურენტები არიან.

„სიმართლე გითხრათ, არ მიმაჩნია კონკურენტებად... ჩვენ სხვა სეგმენტის სტუმრები გვყავს“, - აღნიშნა მან.

ტურისტული კომპანია Travelshop-ის დამფუძნებლის და სასტუმრო The 10-ის მფლობელ ნიკა მანჯგალაძის სურვილია, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის უფრო აქტიური სარეკლამო კამპანია აწარმოოს.

„გამოფენებმა თავისი დრო მოჭამა“, - თქვა ნიკა მანჯგალაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ მარკეტინგული კამპანიები არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებში უნდა ვაწარმოოთ, არამედ - შორეულ ბაზრებზეც.

მისივე აზრით, წელს, საქართველოს ტურიზმისთვის მთავარი რისკი პოლიტიკური არასტაბილურობაა. „პოლიტიკური ვითარება არის მთავარი შიდა რისკი და ვფიქრობ, ეს რისკი სათანადოდ არ აქვს შეფასებული არც ეკონომიკის სამინისტროს, არც - ფინანსთა სამინისტროს და ჯამში, არც - მთავრობას“, - დასძინა ტუროპერატორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები