მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსი ოლიგარქების დანაკარგი $39 მილიარდია - Forbes

6218739ac9319
შოთა ტყეშელაშვილი
25.02.22 10:14
1485
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ომის დაწყებას მოსკოვის საფონდო ბირჟაზე პანიკური ვაჭრობა და აქციების ფასის რეკორდული ვარდნა მოჰყვა. ქვეყნის მთავარი - Moex-ის ინდექსი გუშინ გარკვეული პერიოდის განმავლობაში 45.5%-ითაც იყო დაცემული, რაც ბირჟის ისტორიაში მაქსიმალური ვარდნაა. დღის ბოლოს ბირჟა 34%-ით იყო შემცირებული, შედეგად, საფონდო ბირჟის დანაკარგი 200 მილიარდი დოლარი იყო.

Forbes-ის თანახმად, რუსეთის დაახლოების 116-მა მილიარდერმა ომის დაწყების შემდეგ 39 მილიარდი დოლარის ქონება დაკარგა.

Gazprom-ის აქციები გუშინ 38%-ით, Lukoil-ის 34%-ით, Yandex-ის 44%-ით, Magnit-ის 35%-ით,; Sberbank-ის 48%-ით დაეცა.

გაუფასურდა რუსული რუბლი, დოლარის საფასური, რაც ომის დაწყებამდე 80 იყო, გუშინ კი დოლარის ღირებულება 87 რუბლამდე გაიზარდა, ხოლო ამჟამად 84 რუბლად ივაჭრება.

გუშინ აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალი ტალღა გამოაცხადა. სანქციების პაკეტში საუბარია ბიზნესის დოლარსა და ევროში კეთების შეზღუდვაზე, ასევე რუსული ბანკების აქტივების გაყინვასა და რუსეთისთვის მაღალი ტექნოლოგიური საქონლის მიწოდების აკრძალვაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები