მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსლან ხოროშვილი: "ეს ნიშნავს, რომ არ ვვითარდებით"

5da1aa8086453
ნუცა ბაზლიძე
12.10.19 17:30
2001
„თუ გავაანალიზებთ საქართველოს კონკურენტუნარიანობის ინდექსის კომპონენტებს და შევადარებთ წინა წლისას, დავინახავთ, რომ ზოგიერთი კომპონენტი მცირედით შემცირდა, ზოგიერთი მცირედით გაიზარდა, მაგრამ საერთო ჯამში, პრინციპში, არაფერი შეცვლილა, რაც ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, რომ არ ვვითარდებით“, - ასე შესაფასა EY-ის მმართველმა პარტნიორმა რუსლან ხოროშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 141 ქვეყანას შორის საქართველოს 74-ე პოზიციაზე ყოფნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა წინა წელთან შედარებით 8 ადგილით ჩამოქვეითდა.

შეგახსენებთ: ქვეყანამ ოთხი ძირითადი კრიტერიუმიდან ორში არსებული პოზიცია გაიუარესა. ინდექსის მიხედვით, საქართველოს ყველაზე რთული მდგომარეობა ინოვაციებისა და ბაზრის ზომის მიმართულებით აქვს. ინოვაციების კუთხით, საქართველო - 91-ე, ბაზრის ზომის მიხედვით კი, 104-ე ადგილზეა.

ხოროშვილის შეფასებით, ერთადერთი კომპონენტი, რომელზეც გავლენის საშუალება ნაკლებია, სწორედ ბაზრის ზომაა, თუმცა მუშაობა ყველა მიმართულებით შესაძლებელი და აუცილებელია.
EY-ის მმართველი პარტნიორის აზრით, სიტუაციის გასაუმჯობესებლად აუცილებელია, პრობლემის გამომწვევი მიზეზების ძიება და ამაზე კონცენტრირებული მუშაობა.
„უნდა ვაღიაროთ, რომ რასაც აქამდე ვაკეთებდით არ არის ის, რასაც უნდა ვაკეთებდეთ. შემდეგ უნდა ვისაუბროთ დიაგნოზზე, თუ რისი ბრალია“, - აღნიშნავს ხოროშვილი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს ჩამოქვეითების მიზეზებზე საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები