პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. დღეს პროტესტის 92-ე დღეა.
საპოლიციო კორდონის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მომიტინგეებმა სავალი გზის დაკავება მაინც მოახერხეს.
პარალელურად, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით მარში მოემართება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას შეუერთდება.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების პერიოდში დაკავებული ყველა პირის უპირობოდ გათავისუფლებაა.