მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - დეპუტატები შენობას ტოვებენ

აქცია

რუსთაველის გამზირზე "რუსული კანონის' საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ეს იმ ფონზე, როცა "ქართულმა ოცნებამ" 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით უკვე მიიღო.

დეპუტატები პარლამენტის შენობას სწორედ ამ წუთებში, სამართალდამცველების თანხლებით ტოვებენ.

აქციის მონაწილეები დეპუტატებს აცილებენ შეძახილებით: "მონებო", "რუსებო", "წადით".

როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციას დღეს შეუერთდებიან მოქალაქეები რეგიონებიდან, რომლებიც თვითორგანიზებით მოდიან დედაქალაქში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები