მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია - აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს

აქცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებმა მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე გადმოინაცვლეს.

ხალხის დიდი რაოდენობის გამო, შეკრების და მანიფესტაციის კანონის შესაბამისად, გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა.

ასევე, 19:00 საათზე აქცია დაგეგმილია ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან და სპორტის სასახლესთან. 20:00 საათზე დემონსტრანტები ვაკის პარკში შეიკრიბებიან მოწოდებით, "შეაწუხე ვაკე". ვაკის პარკიდანვე მანქანებით და დროშებით მსვლელობაა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები