მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველის გამზირზე თამაზ გაიაშვილის სასტუმროს ესკიზი შეთანხმებულია - რა ეტაპზეა პროექტი?

4SEASON HOTEL

კავშირგაბმულობის ყოფილი სამინისტროს შენობაში უკვე 10 წელზე მეტია ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილს სასტუმროს გახსნა სურს, მაგრამ მისი თქმით, ამ დრომდე პროექტის დამტკიცება ვერ მოხერხდა. ბიზნესმენი ადგილზე 260-ნომრიანი სასტუმროს გახსნას აპირებს, რაშიც მისი თქმით, 80 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ ესკიზი თამაზ გაიაშვილის კომპანიამ რუსთაველის #12 ნომერში მდებარე შენობაში სასტუმროს გახსნასთან დაკავშირებით უკვე შეათანხმა, მათი განმარტებით, ამ ეტაპზე საქმის წარმოება აქტიურია და პროცესი ახალ ეტაპზეა გადასული.

“რუსთაველის გამზ. #12-ში სასტუმროს ესკიზი შეთანხმდა 2019 წლის 3 ივნისს. ესკიზი განიხილა და დადებითი რეკომენდაცია გასცა კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ.

ამ ეტაპზე არქიტექტურის სამსახურში მიმდინარეობს წარმოება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შეთანხმების თაობაზე”, - აცხადებენ თბილისის არქიტექტურის სამსახურში.

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება - კალაძე

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ბიუჯეტს 90 მლნ ლარი დაუჯდება - მერია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები