რუსთაველზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პრეზიდენტი მივიდა.
პრეზიდენტმა მანამდე ორბელიანების სასახლეში დიპლომატიურ კორპუსს და ოპოზიციას უმასპინძლა.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე საათია პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ცოტა ხნის წინ, პოლიციას და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება იყო. ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების თქმით, გაზიც გაუშვეს.