მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსულ და უკრაინულ მხარეს შორის მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება - პოდოლიაკი

6230f3007ca91
თამთა ჯიჯავაძე
16.03.22 00:09
701
რუსულ და უკრაინულ მხარეს შორის მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

„ძალიან რთული მოლაპარაკებების პროცესია. ფუნდამენტური წინააღმდეგობები გვაქვს. თუმცა არის გარკვეული სივრცე კომპრომისისთვის. შესვენების დროს მუშაობა ქვეჯგუფებში გაგრძელდება“, - დაწერა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, გუშინ - 14 მარტს უკრაინულმა და რუსულმა დელეგაციებმა მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდში ტექნიკური შესვენება აიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები