მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსულ კანონზე" საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სამივე სარჩელი ერთ წარმოებად განიხილება"

მერაბ ტურავა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საპარლამენტო ოპოზიციის სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და განიხილება.

როგორ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „გონივრულ ვადებში იქნება მიღებული“. მისი განმარტებით, საკითხის განხილვას მინიმუმ 1 თვე მაინც დასჭირდება.

„კანონი არამარტო უნდა წავიკითხოთ, არამედ შედარებითი სამართლის კვლევა უნდა ჩავატაროთ და ამას 1 თვემდე მაინც დასჭირდება. ვადებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განსაზღვრავს. ეს სარჩელები არ განიხილება კოლეგიის ფორმატში, პლენუმის ფორმატში განიხილება. ამ ეტაპზე მოსამართლეები სარჩელებს სწავლობენ“,- განაცხადა ტურავამ და დასძინა, რომ მისთვის და ყველა მოსამართლისთვის ევროპა და ევროინტეგრაცია ყველაზე მნიშვნელოვანია.

„არ მგონია, რომ ევროპული ორიენტაცია მე და ჩემს მოსამართლეებს უფრო ნაკლები ჰქონდეთ, ვიდრე თქვენ. თქვენზე ნაკლები ევროპელები არ ვართ“, - მიმართა ტურავამ ჟურნალისტს.

რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას, მერაბ ტურავა აღნიშნავს, რომ სასამართლო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არსად იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პროცესის ყველა მონაწილეს მოეწონება.

საპარლამენტო ოპოზიცია „რუსული კანონი“ შეჩერებას ითხოვს - 38 დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები