Reuters-ის ინფორმაციით, 4,100 კილომეტრის იამალის მილსადენის მეშვეობით გერმანიას ბუნებრივი აირი ხუთშაბათის შემდეგ არ მიეწოდება. ეს მილსადენი გერმანიას გაზს პოლონეთის გავლით აწვდის.
როგორც პოლონეთს, ასევე გერმანიას გაზის სათანადო მარაგები აქვთ, ისინი ბუნებრივ აირს სხვა მილსადენების მეშვეობითაც იღებენ, შესაბამისად, ეს გათიშვა მომხმარებლისთვის არაფერს ცვლის. Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის გავლით, ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება პირიქით გაზარდა, თუმცა რუსული გაზის არასტაბილურმა მიწოდებამ და საწვავზე მაღალმა მოთხოვნამ, ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა გამოიწვია.
რუსული ბუნებრივი აირი ევროპის მოთხოვნის 40%-ს აკმაყოფილებს. აქედან იამალ-ევროპის გაზსადენზე რუსეთიდან მიწოდების დაახლოებით 15% მოდის.




























