"რუსული კანონი" დღეს ამოქმედდება. შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები უკვე ძალაშია.
მინისტრის ბრძანებით, "რუსული კანონის" აღსასრულებლად იუსტიციის სამინისტრომ ფინანსური დეპარტამენტი შექმნა.
სახელწოდება ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტია.
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, დეპარტამენტის ამოცანებია კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები კი, შემდეგია:
- უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა;
- უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
- შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტალის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
- დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა;
- ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ბრძანება 1 აგვისტოდან უკვე ძალაშია.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად მოიაზრებს ყველა იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომელიც არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფუძნებული, არ არის სპორტული ფედერაცია ან შესაბამისი კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და კალენდარული წლის განმავლობაში შემოსავლის 20%-ზე მეტს იღებს უცხოური ძალისგან. უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად ასევე ითვლება ის იურიდიული პირი რომელიც ფლობს მედია-საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. ზემოთ მოცემულ სუბიექტებს, კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციას ავალდებულებს.
კანონის თანახმად, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აღიარებისთვის განმსაზღვრელია, არა ამ სუბიექტის საქმიანობა, არამედ შემოსავლის წყარო - პირდაპირ ან არაპირდაპირ უცხოური ძალიდან მიღებული შემოსავლები. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა შემოსავლის წყარო, ევროკავშირია, საერთაშორისო ორგანიზაციაა რომლის წევრიც საქართველო თავად არის, თუ საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანაა.
სამი მოსმენით დამტკიცებული "რუსული კანონი" სრულად
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. პარლამენტმა იურიდიულმა პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.
84 დეპუტატი, ვინც "რუსული კანონი" მიიღო და პრეზიდენტის ვეტო დაძლია