მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონი", ჰესბოლასთან დგომა, ანაკლიის პროექტის ჩინეთის ხელში ჩაგდება... ყველაფერი ნათელია - ხაზარაძე

ლელო

რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა, - ამის შესახებ "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

"რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და რა უნდა საქართველოს ევროკავშირში"?!

რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა!

დღეს კი ყველასთვის ყველაფერი ნათელია - რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, ჰესბოლას გვერდით დგომა და ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება, ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე უარის თქმა!

მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ!

არ გაუვათ! რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ!", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს - ვინ შეარჩია საქართველოს მთავრობამ პროექტის განსახორციელებლად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები