მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[რუსული] კანონი მიღებულია. მოემზადეთ არჩევნებისთვის და წყნარად იყავით" - ირაკლი ღარიბაშვილი

ქართული ოცნება

"კანონზე ნუღარ ილაპარაკებთ და ინერვიულებთ. კანონი მიღებულია. მოემზადეთ არჩევნებისთვის და წყნარად იყავით!“ , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილმა ოპონენტებს არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება 26 მაისის ღონისძიებაზე მის არგამოჩენას, "ოცნების" თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროტოკოლით მას ეს არ ევალებოდა.

„ნუ ნერვიულობთ ჩემს გამოჩენა, არ გამოჩენაზე. მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, არსებობს სახელმწიფო პროტოკოლი, ამიტომ ისეთ ღონისძიებებზე არ და ვერ გამოვჩნდებოდი, სადაც გამოჩენა არ მეკუთვნოდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები