იურიდიულ კომპანია BLB-ის განცხადებით, "რუსული კანონი" საკანონმდებლო მანიპულაციაა, რომელიც დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრების შანსს გვართმევს.
"დღეს ყველაზე დიდი პროფესიონალიზმი მტკიცე სამოქალაქო პოზიციაა! ე.წ. “გამჭვირვალობის შესახებ კანონი” საკანონმდებლო მანიპულაციაა, რაც გვართმევს შანსს ვიცხოვროთ სამართლებრივ, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში.
მხოლოდ ევროპისკენ გზაა ჩვენი არჩევანი!
არა რუსულ კანონს",- წერს BLB სოციალურ ქსელში.