ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე საქართველოში რუსული კანონის საბოლოო მიღებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ იგი საქართველოს ევროინტეგრაციის გზას ჩამოაშორებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს პარლამენტის მიერ იმ კანონის მიღების გამო, რომელიც ქვეყანას თავისი ევროინტეგრაციის გზიდან გადაახვევინებს.
გასულ წელს ევროკავშირმა შანსი მისცა საქართველოს და კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ეს იყო ისტორიული მომენტი საქართველოსთვის და მას ნათლად უჭერდა მხარს ქართველი ხალხი. სევდიანი დღეა", - წერს ბაიბა ბრაჟე.