საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტს, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის "რუსული კანონის" საფუძველზე შეიქმნა ახალი უფროსი ჰყავს. სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, მას სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს.
საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კირვალიძე ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი იყო. საჯარო რეესტრის ვებგვერდის მიხედვით, კირვალიძე იურისტია. რუსული კანონის თანახმად, "უცხოური გავლენის მატარებელი ორგანიზაციები" სწორედ საჯარო რეესტრის სპეციალური დეპარტამენტის მიერ უნდა დარეგისტრირდნენ.
საჯარო რეესტრის ვებგვერდის თანახმად, სანდრო კირვალიძის სამსახურებრივი საქმიანობა ასეთია:
08.2024 - დღემდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი
09.2021-08.2024 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი
01.2020-09.2021 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი
01.2017-01.2020 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტი
08.2015-01.2017 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურე
2013-2014 წწ. - იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველოს სტაჟიორი
2012-2013 წწ. იუსტიციის სამინისტრო - კვლევითი პრაქტიკა