მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონის" განხილვა ორშაბათს, 13 მაისს გაგრძელდება - ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

ე.წ გამჭვირვალობის შესახებ "რუსულ კანონის" განხილვა ორშაბათს 13 მაისს გაგრძელდება. პარასკევს, 10 მაისს ჩანიშნული იურიდიული კომიტეტის სხდომა კი, სრულად ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 პუნქტზე მუშაობას დაეთმობა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დაწერა.

"პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან . მიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.

გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს. ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას.ქრისტე აღდგა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!", - დაწერა ოხანაშვილმა.

"რუსული კანონი" ორი მოსმენით და ორივე შემთხვევაში უმრავლესობის ყველა, 83 დეპუტატის ხმით "ქართულ ოცნებას" უკვე მიღებული აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები