11 ამერიკელი სენატორი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ იმედგაცრუებულები არიან "რუსული კანონის" მიღების გამო, თუმცა ქართველი ხალხის რწმენას ინარჩუნებენ.
“შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის. ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტის მიღებით. ეს კენჭისყრა გაიმართა ასობით ათასი ქართველის სურვილის წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან პროტესტს აგრძელებენ კანონპროექტის წინააღმდეგ. ეს კანონი არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის იქნება გამოყენებული, არამედ საქართველოში დემოკრატიის წინსვლას შეაფერხებს. ამ კანონის მიღება ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობებს და ევროკავშირში წევრობის მისწრაფებებს დააზიანებს.
როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის წერილში გავავრცელეთ, ამ კანონპროექტის მიღება საჭიროს გახდის კონგრესის მიერ აშშ-ის საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადახედვის განხილვას, რათა საქართველოში ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი ასახოს.
წინასწარ გაფრთხილება გავავრცელეთ, რომ ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, ვიზის აკრძალვებსა და ამერიკული დახმარების გადახედვას. როგორც კონგრესის წევრები, რომლებსაც ქართველი ხალხის ღრმა სიყვარული გვაქვს და რომლებიც ვიბრძოდით ძლიერი ორპარტიული და ორმხრივი კავშირებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ ხალხის მხარდაჭერასა მათი ხმის ამაღლებას - რომელთაგან 79% უჭერს მხარს EU-ში წევრობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შავი დღეა, ჩვენ ვინარჩუნებთ ქართველი ხალხის რწმენას, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძვიან”, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერები არიან:
- ჯიმ რიში
- ჯინ შაჰინი
- ბენ კარდინი
- კრის კუნსი
- დიკ დურბინი
- როჯერ უიკერი
- ტიმ კეინი
- რიჩარდ ბლუმენთალი
- პიტ რიკეთსი
- ლინდსი გრემი
- ტომ ტილისი