ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიენმა ჟურნალისტებთან ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ის დეტალები ახსნა, რის გამოც საქართველოში სამი მოსმენით მიღებული "რუსული კანონი" არ ჰგავს ევროკავშირსა და აშშ-ში მოქმედ კანონებს.
"ეს კანონი არ არის ინკლუზიური და ყოვლისმომცველი. ასევე არის ორგანიზაციების სტიგმატიზების საფრთხე, რომელიც მრავალი წელია მუშაობენ და არ აქვთ გამჭვირვალობის პრობლემა. მაშინ, როცა ორგანიზაციები, რომლებიც დაფარულად მოქმედებენ და მათი ფინანსები არა გამჭვირვალეა არ ხვდებიან ამ კანონში. ამის მაგალითები და ფაქტები ჩვენ ვიხილეთ, რომ ასეთი ტიპის სტიგმატიზება, ყოველთვის იწვევს ძალადობას.
ასევე, როგორც წესი მსგავს კანონებში კონკრეტული ორგანიზაციის მიერ კანონის დარღვევის შემდეგ ხდება რეაგირება, იგივე სასამართლოს მეშვეობით ხდება ხდება რეაგირება. აქ კი, იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება შეამოწმოს ნებისმიერი ჩანაწერი და გამოუწეროს ჯარიმა, რაც პირიქითა გზაა. თუმცა, ასევე, რაც მინდა აღვნიშნო, რომ სანამ კანონს მიიღებდნენ, ჩვენი და ევროკავშირის მხრიდან, იყო შეთავაზებები, რომ უფრო დეტალურად განხილულიყო კანონმდებლობა, მაგრამ პასუხი იყო არა და ის რომ კანონი მიიღებოდა ასე სწრაფად, სამი მოსმენით", - განაცხადა ო'ბრაიენმა.