მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონის" რეესტრში 450-ზე მეტი ორგანიზაციის რეგისტრაციამ საკონსტიტუციო სარჩელი უპერსპექტივო გახადა - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსული კანონის რეესტრში 450-ზე მეტი ორგანიზაციის რეგისტრაციას საკონსტიტუციო სასამართლოში კანონთან მიმართებით შესული სარჩელები უპერსპექტიბო გახადა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"სამი გონიერი ახალგაზრდა კვალიფიციური იურისტი უპირისპირდებოდა რამდენიმე ოდიოზურ პოლიტიკოსს და „ენჯეოშნიკს“ და აბსოლუტურად თავდაყირა დაუყენეს მთელი სარჩელი, – ასეთია ირაკლი კობახიძის შეფასება „გამჭვირვალობის კანონზე“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსული კანონის" წინააღმდეგ 4 სარჩელია შესული.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სარჩელი უპერსპექტივო იყო სამართლებრივი თვალსაზრისით მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია „სირცხვილია“ გამოვიდა აღიარებით, რომ კანონი სტიგმატიზაციას არ იწვევს.

„ერთი არგუმენტი არ ჰქონდათ, იყო მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, ოდიოზური პოლიტიკოსებისა და „ენჯეოშნიკების“ მხრიდან. მეორე მხრიდან იყო სამართლებრივი მსჯელობა კომპეტენტური, კვალიფიციური ადამიანების, პარლამენტის სამი ახალგაზრდა კვალიფიციური იურისტის მხრიდან. ეს იყო რეალურად საერთო სურათი. იქიდან იყო პოლიტიკური განცხადებები, აქედან იყო სამართლებრივი არგუმენტაცია. ეს იყო საერთო სურათი საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის დროს.

რაც შეეხება პერსპექტივებს, ისედაც უპერსპექტივო იყო ეს სარჩელი სამართლებრივი თვალსაზრისით მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია „სირცხვილია“ გამოვიდა აღიარებითი ჩვენებით და აღიარა, რომ არც სტიგმატიზაციას იწვევს ეს კანონი, არც რაიმე შეზღუდვებს აწესებს. მას შემდეგ, რაც 450-ზე მეტი ორგანიზაცია დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, ეს სარჩელი გახდა კიდევ უფრო მეტად უპერსპექტივო. გამოვიდა აქციების მთავარი ორგანიზატორი „სირცხვილია“, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სირცხვილია და აღიარა, რომ არც სტიგმატიზაციას არ იწვევს ეს კანონი და არც არავითარ შეზღუდვებს აწესებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ეს სარჩელი გახდა კიდევ უფრო მეტად უპერსპექტივო. თავად „სირცხვილიამ“ აღიარა, რომ კანონში პრობლემური არაფერია. სამართლებრივად სრულიად უპერსპექტივოა ის სარჩელი. ამას დაემატა ის, რომ არაკომპეტენტური ადამიანები წარმოადგენდნენ ისედაც უპერსპექტივო სარჩელს, გვარები ხომ იცით, ვინ იყო ბურჯანაძე, ბესელია და ა.შ. ეს ოდიოზური „ენჯეოშნიკები“ და პოლიტიკოსები, შესაბამისად, რა სამართლებრივი პერსპექტივა უნდა ჰქონდეს ამ სარჩელს, ვერ წარმომიდგენია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები