მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონის" რეესტრში არ დავრეგისტრირდებით - ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ არ აპირებს „რუსულ კანონს“ დაემორჩილოს.

"რუსული კანონის" აღსრულებისთვის იუსტიციის მინისტრმა დანართები გამოსცა - სრულად

როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში" სტუმრობისას განაცხადა, „საქართველოს ევროპული ორბიტა“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად არ დარეგისტრირდება.

- ველოდებით, რომ ალბათ პირველ დარტყმას მიიღებენ ის ორგანიზაციები, რომელთაც მმართველი პარტია ყველაზე ხშირად ახსენებს. დარწმუნებული ვარ, ახლაც იციან ჩვენი შემოსავლები და ნამდვილად არ ღირს მის შესამოწმებლად სახელმწიფო რესურსი დაიხარჯოს, იმდენად მწირი იყო, განსაკუთრებით - შარშან... ველოდებით ყველაფერს - ალბათ განსაზღვრავენ უფლებამოსილ პირს, რომელიც ანონიმური შეტყობინების საფუძველზე დაიწყებს შემოწმებას. ზუსტად არაა {პროცედურა} გაწერილი და არ ვიცით, იუსტიციის სამინისტროს განსაზღვრული პირი ფიზიკურად შემოვარდება ოფისში თუ როგორია შემოწმების წესი. სხვათა შორის, ამაზეც გაჩნდა კითხვები...რა თქმა უნდა, არ დავრეგისტრირდებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. ჩვენ ვემორჩილებით საქართველოს კონსტიტუციას და არ ვაღიარებთ „რუსულ კანონს“.

- როგორ აპირებთ საქმიანობის გაგრძელებას?

- ალბათ დაგვაჯარიმებენ, როცა ჩვენი ნებით არ დავრეგისტრირდებით {რუსული კანონის რეესტრში}... შემდეგ დაგვაყადაღებენ და გაგვაჩერებენ... ვფიქრობთ, რაც არ უნდა მოხდეს, არჩევნებამდე გავაგრძელებთ საქმიანობას და თუ არჩევნების მერეც არაფერი შეიცვალა და თუ ხალხმა თქვა, რომ ეს მდგომარეობა მოსწონს, მაშინ არ ვიცი, საერთოდ აზრი ექნება თუ არა საქართველოში ამ ტიპის აქტივობების გაგრძელებას...

"რუსული კანონის" ამოქმედებას და მის შედეგებს ვიგრძნობთ, როგორც რეპრესიულ მექანიზმს - ნინო ლომჯარია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები