მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონის" წინააღმდეგ თბილისში დღეს ორი აქციაა დაგეგმილი

არა რუსულ კანონს

"რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება.

დღეს, 19 მაისს, თბილისში, "რუსულ კანონის" წინააღმდეგ ორი აქცია გაიმართება.

შეკრების ერთი ლოკაცია ევროპის მოედანი იქნება, სადაც ლოზუნგით - „ხელი ჩავჭიდოთ გამარჯვებისთვის”, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ. საპროტესტო აქცია 16:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება მეორე ადგილს, კანონის მოწინააღმდეგეების ნაწილი, 17:00 საათზე, ვაჟა ფშაველას გამზირზე, საქართველოს ეროვნულ არქივთან შეიკრიბება. მათი მიზანი, ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირისა და ჟვანიას (გაგარინის) მოედნის პარალიზებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები