მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონით" შექმნილ რეესტრში რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრს 233-მა არასამთავრობომ მიმართა

საკონსტიტუციო

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის თქმით, საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის 233-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოში გამოსვლისას განაცხადა, სადაც "რუსული კანონის" წინააღმდეგ სარჩელი განიხილება.

მისივე თქმით, სულ ქვეყანაში 30 000-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა, თუმცა აქ სახელმწიფო ააიპები, ფედერაციებიც შედის, რომელთაც რეგისტრაციის ვალდებულება არ აქვთ.

თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, საჯარო რეესტრი მზადაა, ორგანიზაციებს კონსულტაციებით დაეხმაროს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

"ამ კანონის მიხედვით, რეგისტრაციის მსურველებს მომართული აქვთ. ამ წუთის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მომართული აქვთ განცხადებით 233 ორგანიზაციას, რეგისტრაციის მიზნებისთვის. კიდევ არის ვადა.

კონსულტაციებთან და დეკლარაციების რაღაც გაუგებრობასთან მიმართებით, საჯარო რეესტრი არის ძალიან მზად და მოწადინებული, რომ დაეხმაროს. ჩვენი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ვალია, მოქალაქეებს მოვუწოდოთ, რომ შეასრულონ კანონი. ჩვენი მხრივ კი, ხელი შევუწყოთ ჯეროვნად შესრულებაში, რომ არ იყოს ჯარიმები",- აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსული კანონის" კონსტიტუციურობაზე მსჯელობა 29 აგვისტოს დაიწყო. კანონის გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოში შესულია ოთხი სარჩელი:

  1. პრეზიდენტის;
  2. 122 მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციის;
  3. 38 ოპოზიციონერი დეპუტატის;
  4. ორი მედიაორგანიზაციის: „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები