მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსული კომპანიები, რომელთა წინააღმდეგაც ამერიკული სანქციები ამოქმედდება

621857bfea83b
BM.GE
25.02.22 01:00
2926
თეთრი სახლი იმ რუსული კომპანიების სიას აქვეყნებს, რომელთა წინააღმდეგაც ამერიკული სანქციები ამოქმედდება.

სიაშია VTB ბანკი და მისი 20 შვილობილი კომპანია, მათ შორის სანქცია შეეხება საქართველოში რუსეთის სახელმწიფო ბანკის VTB-ის შვილობილსაც "ვითიბი ბანკ საქართველოს", რომელსაც აშშ-ის საფინანსო სისტემის გავლით ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის შესულება აეკრძალება. ასევე უშუალოდ აშშ-ის ტერიტორიაზე VTB-ის და მისი შვილობილი ორგანიზაციების კუთვნილი სახსრები დაიბლოკება.

გარდა ამისა, სანქცირებულთა სიაშია სამი უმსხვილესი რუსული ბანკი: Otkritie, Sovcombank და Novikombank-ი.

ასევე აშშ-ის ფინანსურ ბაზრებზე წვდომა შეეზღუდა კიდევ 13 უმსხვილეს სახელმწიფო რუსულ კომპანიას. ესენია: „სბერბანკი“, „ალფაბანკი“, „კრედიტბანკი“, „გაზპრომბანკი“, „რუსული აგრბანკი“, „გაზპრომი“, „გაზპრომ ნეფტი“, „ტრანსნეფტი“, „რსტელეკომი“, „რუსჰიდრო“, „ალროსა“, „სოვკომფლოტი და რუსეთის რკინიგზა.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, სანქციები დაუწესდათ: სერგეი ივანოვს, ანდრეი პატრუშევს, იგორ სეჩინს, ანდრეი პუჩკოვს, იური სოლვიევს, გალინა ულიუტინას და ალექსანდერ ვედიახინს.

გარდა ამისა, სანქციები ამოქმედდება მათი ოჯახის წევრებზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები