მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსული კომპანიების სტრატეგია საქართველოს საავიაციო სივრცის დაპყრობაა“ - იასე ზაუტაშვილი

64691d87c1c1f
ნანუკა ნარიმანიძე
20.05.23 23:11
798
„პირდაპირი ავიამიმოსვლები რუსეთის ეკონომიკურ სარგებელს წარმოადგენს“, - ამის შესახებ ავიაციის ექსპერტმა იასე ზაუტაშვილმა ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, Georgian Airways-ს დიდი კონკურენციის პრობლემა ექმნება არსებულ ბაზარზე.

„ამ კომპანიებმა უნდა იშოვონ ფული საქართველოში და მოახმარონ ეს ფული უკრაინის წინააღმდეგ ომს, ამ კომპანიებმა უნდა შემოუშვან საქართველოში გაურკვეველი ტიპის ადამიანები, რომლებიც საქართველოში სიკეთისთვის არ ჩამოდიან, ამ კომპანიებმა უნდა დაიპყრონ საქართველოს საავიაციო სივრცე და ცოტახანში ალბათ განდევნონ ის ერთადერთი კომპანია საქართველოს ბაზრიდან, რომელსაც Georgian Airways ჰქვია, ეს არის მათი სტრატეგია“, - განმარტავს ის.

იასე ზაუტაშვილის თქმით, Georgian Airways ყოველთვის დაფრინავდა მოსკოვში და ეს კომპანიისთვის ყოველთვის შემოსავლის მომტანი იყო.

„მოსკოვის მიმართულება Georgian Airways-სთვის „ე.წ. „ისტორიული მიმართულებაა“, ეკონომიკური ბენეფიტიდან გამომდინარე, კომპანიისთვის ეს ყოველთვის შემოსავლის მომტანი იყო, ამიტომ მათი დათანხმება ამ მიმართულებით ფრენაზე სიურპრიზი არ ყოფილა“, - აღნიშნავს ის.

ავიაციის ექსპერტის თქმით, არსებულ ბაზარზე კონკურენციის პირობები დაცული უნდა იყოს.

„თუ რეისზე Azimuth ან Red Wings დადგა, მათ აქვთ უფლება მოითხოვონ 49 სიხშირე, თუმცა როდესაც აქეთა მხრიდან მხოლოდ ერთი კომპანია გვყავს, რომელსაც ყოველ დღე ფრენა შეუძლია, ამით ირღვევა კონკურენციის პირობები, ამიტომ ეს უნდა იყოს დაცული - ერთი კომპანია იქიდან, ერთი აქედან, თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ვლაპარაკობთ, თუმცა, მიღებული გადაწყვეტილება საზიანოა იმ იმიჯისთვის, რეპუტაციისთვის და მომავლისთვის, რომელსაც ჩვენი ევროინტეგრაცია ჰქვია. პირობას ვაძლევ საქართველოს საავიაციო სააგენტოს, რომ აუცილებლად მოხვდება "შავ სიაში" და შეუერთდება ყაზახეთის, ყირგიზეთისა თუ ტაჯიკეთის კომპანიების ნუსხას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები