მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული MIR-ის მომსახურებას ყაზახური და ყირგიზული ბანკებიც შეწყვეტენ

Mir

სომხეთის შემდეგ, რუსული Mir-ის საგადახდო სისტემის მომსახურების შეწყვეტის გადაწყვეტილება ყაზახურმა და ყირგიზულმა ბანკებმაც მიიღეს.

როგორც ცნობილია, შეზღუდვას ყველა მსხვილი ადგილობრივი ბანკი შეუერთდება, ერთ-ერთი პირველი კი ყაზახური Halyk Bank-ია, რომელმაც აკრძალვა უკვე აამოქმედა.

Mir-ის აკრძალვა პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციასთან, რომელიც ამ სისტემის მომხმარებელ ბანკებს სადამსჯელო ზომებით ემუქრება.

რაც შეეხება უშუალოდ Mir-ს, ეს არის Visa-ს, Mastercard-ისა და Amex-ის რუსული ალტერნატივა, რომელიც 2015 წელს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით შეიქმნა. როგორც ცნობილია, Mir-ის ბარათს რუსეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ფლობს და აღნიშნული სისტემა აქტიურად გამოიყენება დსთ-ის ქვეყნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები