მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსული ნავთობის ფასი ბარელზე 34 დოლარამდე დაეცა – Bloomberg

რუსული ნავთობი

Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც Argus Media-ს მონაცემებს ეყრდნობა, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ბარელი რუსული ნავთობის ფასი 34 დოლარამდე დაეცა.

შედარებისთვის, ბარელი Brent-ის ფასი 62 დოლარის ფარგლებშია, ანუ გლობალურ ბენჩმარკსა და რუსულ Urals შორის 28-დოლარიანი სხვაობაა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპრედია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაფიქსირებულა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, აღნიშნული 34-დოლარიანი ფასი მხოლოდ კერძო კონტრაქტებში ჩანს და ამ ფასად Urals-ის შეძენა მხოლოდ რუსეთის საზღვართანაა შესაძლებელი, რომელსაც შემდგომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტრანსპორტირების საფასური ემატება და საბოლოო ჯამში, ინდოეთი და ჩინეთი არა 28-დოლარიან, არამედ 7-8-დოლარიან ფასდაკლებას იღებენ, რაც მილიონობით ბარელის შესყიდვის პირობებში საკმაოდ დიდ სხვაობას იძლევა.

ანალიტიკოსების განმარტებით, 34-დოლარიანმა ფასმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რადგან, შესაძლოა, ტრანსპორტირების გადასახადიც, რომელსაც „ჩრდილოვანი ფლოტი“ იღებს, აგრეთვე რუსეთში მიდიოდეს.

თავად რუსული ნედლი ნავთობის ასეთი მკვეთრი გაიაფება იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მისი შესყიდვა მხოლოდ ინდოეთსა და ჩინეთს შეუძლიათ, მათ კი სანქციების რისკის სანაცვლოდ დიდი ფასდაკლების მიღება სურთ, რომელზედაც რუსეთს დათანხმება უწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები