მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულმა უმსხვილესმა აეროპორტებმა სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე უარი განაცხადეს - მედია

სოხუმი

რუსულმა უმსხვილესმა აეროპორტებმა სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე უარი განაცხადეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“„რეგიონების აეროპორტებმა“, „აეროდინამიკამ“ „ნოვაპორტმა“, მოსკოვის „შერემეტევომ“ და „ვნუკოვომ“ აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაში მონაწილეობაზე უარი თქვეს”, - წერს “ვედომოსტი”. 

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომპანიებისთვის გაურკვეველია, არაღიარებულ “რესპუბლიკაში” ვინ უნდა იფრინოს. ამასთან, პრობლემაა სამშენებლო მასალები, რომლებიც აფხაზეთში არ იწარმოება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა ივლისში "მოსკოვსა და სოხუმს შორის 16 ივნისს გაფორმებული ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიკაციას" მხარი დაუჭირა,  რამაც რუსულ კომპანიებს სოხუმის აეროპორტი აღდგენის და 49 წლის განმავლობაში შეღავათიანი პირობებით  მართვის საშუალება მისცა. დე ფაქტო მთავრობა ირწმუნება, რომ აეროპორტი 2025 წელს აღდგება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები