მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააგენტომ ვერტოდრომების მოსაწყობად 300-ზე მეტი ლოკაცია შეისწავლა

ნატახტარი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ვერტოდრომების ასაშენებლად კონკრეტული ლოკაციების შესწავლა დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, მომზადდა შესაბამისი დასკვნა, რაც მნიშვნელოვანია კონკრეტული ადგილების შესარჩევად ვერტოდრომების მშენებლობისთვის.

ვერტოდრომი არის აეროდრომი ან ნაგებობის ზედაპირზე არსებული დადგენილი ფართობი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია შვეულმფრენის აფრენა-დაფრენისა და მიმოსვლისთვის.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაასრულა საქართველოს ტერიტორიაზე უმოქმედო და ახალი საფრენი მოედნების განთავსების ადგილების ტექნიკური თვალსაზრისით შესწავლა და შეიმუშავა ვერტმფრენებისთვის საფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობის შესწავლის ანგარიში. ჯამში შეფასდა 333 წერტილი და მომზადდა შესაბამისი დასკვნა, რაც მნიშვნელოვანია შემდგომში კონკრეტული ლოკაციების შესარჩევად ვერტოდრომების მშენებლობისთვის", - აცხადებენ სააგენტოში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები