მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააგენტოს საქმეა არა ანალიტიკის მომზადება, არამედ იმის დადგენაა, ირღვევა თუ არა კონკურენცია - დეპუტატი

63e22ffbba10f
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.23 10:00
711
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ბექა ლილუაშვილს მიაჩნია, რომ კონკურენციის სააგენტომ პრემიერ-მინისტრს ანალიზი კი არ უნდა შესთავაზოს, არამედ თუ სურსათის ფასების რეგულირება კონკურენციის საკითხს ეხება, ეს თავად უნდა დაარეგულიროს.

BM.GE-სთან პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე სურსათის ფასების დარეგულირების საკითხზე საუბრისას, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ამ მიდგომით ქვეყანა გეგმური ეკონომიკის პრინციპებს უბრუნდება და ბაზრის ლიბერალიზაციის წესებს არღვევს.

„ქვეყანაში ბიზნესი ბედნიერი იქნება, თუ ხელისუფლება მსგავს დიალოგებში საერთოდ არ შევა“, - აღნიშნა ლილუაშვილმა და განმარტა, რომ სწორედ ასეთი საკითხების გარკვევაა კონკურენციის სააგენტოს მანდატი და არა პრემიერისთვის ანალიტიკის შეთავაზება.

„კონკურენციის სააგენტო მარტო ანალიტიკას რომ აწვდის პრემიერ-მინისტრს, ეს თუ კონკურენციის პრობლემაა და ფასები ამიტომ არის ასეთი მაღალი, ჯობია ამ საკითხს მიხედოს, ვიდრე ასეთი ნაბიჯების საჭიროება პრემიერს ჩააწვეთოს. თუ არის კონკურენციის პრობლემა და ფასები ზრდა კონკურენციის პრობლემებითაა განპირობებული, ანალიტიკის ნაცვლად კონკურენციის სააგენტომ ამ საკითხს მიხედოს. ხოლო თუ ეს არის საბაზრო პროცესების და იმის შედეგი, რომ ქვეყანაში უგუნური ეკონომიკური პოლიტიკაა, იმის გამო რომ ეროვნულ ბანკს არ აეწია თავის დროზე საპროცენტო განაკვეთები, ახლა ამის გამოსწორებას საკანონმდებლო დონეზე ფასების ზემოქმედებით ცდილობენ; ეს არ არის ამ პროცესიდან სწორი გამოსავალი. ქვეყანას ეკონომიკური ზრდის ისეთი მაჩვენებელი სჭირდება, რომელიც მოქალაქეების მსყიდველუნარიანობას გაზრდის და ამით გაიზრდება სიღარიბის პრობლემები და არა ბიზნესის დასჯა ან ე.წ. ფასების დარეგულირების მიზნით დიალოგის რეჟიმში შესვლა“, - განაცხადა დეპუტატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები