მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საამიროებში ქართველებს კომპანიის დაარსება უკვე ადგილობრივების მონაწილეობის გარეშე შეუძლიათ - გენადი არველაძე

ეკონომიკის სამინისტრო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართველებს ადგილობრივი კომპანიის მონაწილეობის გარეშე შეეძლებათ კომპანიის დაარსება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გარემოს დაცვის კომიტეტზე „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების“ წარდგენისას განაცხადა.

როგორც არველაძემ განმარტა, დღემდე არსებობდა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც კომპანიის დაარსებისას 49% უნდა იყოს უცხოური კაპიტალის მონაწილეობა და 51% - ადგილობრივის.

„აღნიშნული შეთანხმება ფარავს მომსახურებით ლიბერალიზაციას. არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ მოიხსნა უცხოური კაპიტალის შეზღუდვასთან დაკავშირებით დათქმა, სადაც იყო 49%-იანი შეზღუდვა, ანუ 49% უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში უცხოური კაპიტალის მონაწილეობა და 51% ადგილობრივი. ამ შემთხვევაში ეს შეზღუდვა მოიხსნა და ქართველს შეუძლია უკვე იქ კომპანიის დაარსება ისე, რომ არ ჰქონდეს ადგილობრივი, რეზიდენტი კომპანიის მონაწილეობა.

ასევე შეუძლიათ მიაწოდონ მომსახურებები და დარჩნენ საამიროებში, ამ კუთხით ერთიდან 3 წლამდე იზრდება კონტრაქტორების დარჩენის ვადა. ასევე, შესაძლებლობა გაჩნდა საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებლებისთვის აღნიშნული ბაზრის გახსნილობით. რაც შეეხება ლიბერალიზაციას სექტორების მიხედვით, საამიროებმა ვალდებულება აიღო ახალ სექტორებთან მიმართებით ისეთ სექტორებთან დაკავშირებით, როგორიც არის იურიდიული მომსახურება, სამედიცინო, ვეტერინარული, მედდების მომსახურება, დაქირავების და ლიზინგის და ა.შ.“, - განაცხადა არველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები