მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააპელაციომ ISFED-ის სარჩელები არ დააკმაყოფილა და გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

სააპელაციო სასამართლო

სააპელაციომ არჩევნების გაყალბების საქმეზე ორგანიზაცია სამართლიანი რჩევნების (ISFED) არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა და გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 ნოემბერს აღნიშნული გადაწყვეტილებები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა და საოლქო საარჩევნო კომისიას 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაავალა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, პარალელურად სააპელაციოში სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს სხდომები. სააპელაციოსთან კი იმართება ოპოზიციისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია.

ვინ არის უვადოდ გამწესებული მოსამართლე ნინო გერგაული, რომელმაც ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები