ქვეყანაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 4 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 510 941 შეადგინა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 782 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.95% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.97%.
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირებული 2 586 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 442 956.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 723 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 930 შემთხვევა, აჭარაში - 602, იმერეთში - 638 ქვემო ქართლში - 249, შიდა ქართლში - 272, გურიაში - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 298, კახეთში - 471, მცხეთა-მთიანეთში - 114, სამცხე-ჯავახეთში -130, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი 40.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 236 საიდანაც 7 273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 192, აჭარაში - 927, იმერეთში - 1 108.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 510 პირი, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში - 146, იმერეთში - 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 პირი, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 26, იმერეთში - 20.
3 499 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 593 - თბილისში, 1 254 - აჭარაში.
50 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 74 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 69, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 20 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 086 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 57 563 ადამიანი იმყოფება, მათ შორის თბილისში - 29 458 პირი, აჭარაში - 8 205, იმერეთში - 4 848.




























