მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავიაციო საწვავის იმპორტი 35%-ით გაიზარდა

63bd4bf5ea492
მარიამ ვარადაშვილი
10.01.23 19:30
396
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2022 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის მოცულობა 130 ათასი ტონა იყო, რც წლიურად 35%-ით [33,6 ათასი ტონა] გაზრდილი მაჩვენებელია.

გასულ წელს საავიაციო საწვავის იმპორტის 54,1% (70,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 26,5% (34,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 13,7% (17,8 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 3,7% (4,8 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან, 2% (2,6 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან.

ომის დაწყებიდან მალევე საავიაციო საწვავზე ფასი რეკორდულად გაიზარდა. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის [IATA] ინფორმაციით, ომის დაწყებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ ბარელის ფასი 150 დოლარამდე გაიზარდა, რაც წლიურად 120%-იანი მატებაა. IATA-ს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით გალონის ფასი დაახლოებით 125 დოლარს შეადგენს, ევროპაში მისი ფასი კიდევ უფრო მცირე დაახლოებით 120 დოლარია. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საწვავის ფასი 23%-ით არის გაძვირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები