საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში საავიაციო საწვავი თითქმის 13%-ით საშუალოდ 197 დოლარამდე გაძვირდა.
რეგიონულ ჭრილში ფასი განსხვავებულია და ევროპასა და აზიაში უფრო ძვირი ღირს, ჩრდილოეთ ამერიკაში კი პირიქით უფრო ნაკლებია.
ირანში ომის დაწყების შემდეგ როგორც Reuters წერს, საავიაციო საწვავის ფასი ფაქტობრივად გაორმაგებულია. სააგენტოს ასევე წერს, რომ ფასის უპრეცედენტო ზრდამ, რომელიც ინდუსტრიის საოპერაციო ხარჯების მეოთხედს შეადგენს, გლობალური ავიაცია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რამაც ავიაკომპანიები აიძულა გაეზარდათ ტარიფები, შეემცირებინათ გამტარუნარიანობა და გადაეხედათ საკუთარი ფინანსური პროგნოზებისთვის.




























