საახალწლო ნუგბარის შეძენა კომპანია “ბადაგში” 5-დან 600 ლარამდეა შესაძლებელი. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის თამთა ჩანქსელიანის თქმით, ფასები შეფუთვის და საახალწლო ნუგბარის რაოდენობით განისაზღვრება.
როგორც მან Bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, 600 ლარიან შეფუთვაზე მოთხოვნა ძირითადად სახელმწიფო უწყებებიდან და საელჩოებიდანაა.
“წელს რამდენიმე პროდუქტზე, მაგალითად, ჩურჩხელაზე კომპანიაში ფასები 10%-ით გაზრდილია, თუ აქამდე ეს პროდუქტი 3.50 ლარი ღირდა, ახლა 3.90 ღირს. საახალწლო შეკვეთები ნოემბერში დაიწყო. ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდას 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, 50%-ით ვვარაუდობთ, რადგან ბევრი ტურისტია შემოსული,” - აღნიშნა ჩანქსელიანმა.
შეგახსენებთ, კომპანია “ბადაგი” ტყლაპს და ჩურჩხელებს აწარმოებს. კომპანიას ამჟამად საქართველოს მასშტაბით 6 ბრენდული მაღაზიითაა წარმოდგენილი, პროდუქცია ასევე სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში შედის.