მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საახალწლოდ ყველაზე მოთხოვნადი 562-ლარიანი თაიგული იყო” - “ჩირჩხელა”

61dc0385384a1
მარიამ იზორია
11.01.22 00:00
10766
ჩურჩხელისა და ჩირის მწარმოებელი კომპანიის “ჩირჩხელას” პროდუქციაზე მოთხოვნა ახალი წლის პერიოდში მაღალი იყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყველაზე კარგად “ჩირჩხელას” ხუთი ჩურჩხელისგან შემდგარი ,,562-ლარიანი" თაიგული გაიყიდა, რომლის რეალური ფასი 39 ლარია, თუმცა ის 562 ლარად იყიდებოდა, რაც “შავი პარასკევისთვის” დაგეგმილი მარკეტინგული სვლა იყო.

როგორც “ჩირჩხელას” დამფუძნებელმა გური სალუქვაძემ bm.ge-ს განუცხადა, წლევანდელი ახალი წლის გაყიდვები პანდემიური პირველი ახალი წლის გაყიდვებს ჩამორჩებოდა.

“საახალწლო კორპორატიული შეკვეთებით შარშან უფრო მეტი შემოსავალი გვქონდა ვიდრე ახლა. პირობითად, თუ წელს ათი მომხმარებელი გვყავდა, შარშან - რვა, მაგრამ ეს რვა უფრო მეტად მხარჯველი იყო” - განმარტავს გური სალუქვაძე.

“ჩირჩხელას” დამფუძნებელი ექსპორტის მიმართულებით გაფართოებაზეც საუბრობს და როგორც აღნიშნავს, კომპანია უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე, შემდგომ კი ინდოეთში შევა. მისივე თქმით, აღნიშნულ ქვეყნებში ამ დროისთვის სატესტო ვერსიები უკვე გააგზავნეს და დეტალებზე თანხმდებიან.

ცნობისთვის,  "ჩირჩხელა" ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და თბილისში ორ მაღაზიას ფლობს. კომპანიას წარმოება კახეთსა და გურიაში აქვს და 25 სახეობის ჩირეულს, 10 სახეობის ტყლაპსა და 8 სახეობის ჩურჩხელას აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები