"[ყველას] მიადგებიან. ერთადერთი გზა, რომ მათ [საჯარო მოხელეებმა] შეინარჩუნონ შესაძლებლობა, ემსახურონ ხალხს საჯარო მოხელის სტატუსით, არის ის, რომ ამოიღონ ხმა," - ამის შესახებ გადაცემა "ანალიტიკაში" ფონდ "ღია საზოგადოების" იურისტმა საბა ბრაჭველმა განაცხადა.
მისი მოსაზრებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება იმ საჯარო მოხელეებსაც გაათავისუფლებს სამსახურიდან, ვინც ახლა ჩუმად არის და "ოცნებას" საკმარისად არ აქებს.
"ადამიანები გაათავისუფლეს სამოქალაქო პოზიციის გამო. იმის თქმის გამო, რომ არ შეიძლება ადამიანების დარბევა. ჩვენ ვამბობდით, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონს ცვლიან იმისთვის, რომ თქვენ გაგყარონ და ჩაგანაცვლონ პარტიული მუშაკებით. ეს დაიწყო ჯერ საჯარო რეესტრში, შემდეგ სხვადასხვა სტრუქტურებშიც მიმდინარეობს და თუ საჯარო მოხელეები სოლიდარობას არ გამოხატავენ და თუ ისინი პროფკავშირებში არ გაერთიანდებიან და უფრო ხმამაღლა ლაპარაკს არ დაიწყებენ იმაზე, რაც იქ ხდება, მაშინ თითოეულ მათგან მიადგებიან.
იმათაც მიადგებიან ვინც ახლა ჩუმად არის თუმცა საკმარისი ქება არ გამოუხატავთ ხელისუფლების პოზიციების მიმართ. ერთადერთი გზა, რომ საჯარო მოხელეებმა შეინარჩუნონ სტატუსი და ემსახურონ ხალხს საჯარო მოხელის სტატუსით, არის ის, რომ ამოიღონ ხმა და ისაუბრონ იმაზე, რაც ხდება სახელმწიფო სისტემებში და რა კორუფცია და ნეპოტიზმიცაა", - განაცხადა მან.




























