თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი წლიურად თითქმის უცვლელი დარჩა და კვტ.სთ-ზე 5.78 ცენტი შეადგინა.
შარშან საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 5.6 ცენტი შეადგინა. სემეკის მონაცემებით, 2024 წელს საბალანსო ელექტროენერგიის ფასი წლიურ ჭრილში ყველაზე მაღალი დეკემბერში იყო კვტ.სთ 16 თეთრს აჭარბებდა.
საბალანსო ელექტროენერგიის ფასი არის საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულება. მისი ზრდა ნიშნავს, რომ ესკოს საბითუმო ბაზარზე შესასყიდი ელექტროენერგია გაუძვირდა.
საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა 2024 წელს 66%-ით 4.1 ტვტ.სთ-მდე გაიზარდა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, მოცულობის ზრდა გამოიწვია ესკოს შესყიდვებში მტკვარი ენერჯისა და თბილსრესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ჩართულობამ, რაც თავის მხრივ მათი გასაყიდი ფასის ზრდას უკავშირდება. 2024 წლის იანვრიდან თბოსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიის გასაყიდი ფასის ზრდა მათთვის შესასყიდი გაზის ფასის 143-დან 210 დოლარამდე გაძვირებით აიხსნება.