მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბანკო აქტივების გაყინვა, ვიზების გაუქმება - EU რუსეთს სანქციებს დღესვე დაუწესებს

621625500b0c7
შოთა ტყეშელაშვილი
23.02.22 16:17
3693
ბრიუსელში ევროკავშირის წევრთა საგარეო საქმეთა მინისტრების და ელჩების დონეზე გადაწყდა, რომ EU რუსეთის მიმართ სანქციებს დღესვე დააწესებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯერჯერობით, დოკუმენტი ხელმოწერილი არაა, თუმცა ის ითვალისწინებს საბანკო აქტივების გაყინვას იმ რუსული ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოსთვის კონკრეტულ ოპერაციებს ასრულებენ.

ასევე სანქციების ქვეშ მოექცევა რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. “რესპუბლიკების” აღიარებას დაუჭირეს მხარი.

ევროკავშირში რუსეთის მიმართ სანქციების პაკეტზე ბოლო 24 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები