მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბავშვო ბაღებისა და სკოლებისთვის პროტოკოლის შემუშავება მიმდინარეობს – ბექა ფერაძე

5f2309af091fc
თამთა ჯიჯავაძე
30.07.20 23:30
1037
საბავშვო ბაღებისა და სკოლებისთვის პროტოკოლის შემუშავება მიმდინარეობს. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ გადაცემა “საქმიან დილაში“ ისაუბრა.

მისივე თქმით, მას კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან ბიზნეს ომბუდსმენთან ერთად ჰქონდა შეხვედრა, რა დროსაც მათ გააცნეს შემუშავებული პროტოკოლი და ახლა ელოდებიან უკუკავშირს.

„შემუშავებულია მათთვის პროტოკოლი და უახლოეს დღეებში მათ დავამტკიცებთ. სკოლებისთვისაც მიმდინარეობს მსგავსი ტიპის პროტოკოლის შემუშავება“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, სექტემბრიდან სწავლის განახლება, ალბათ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები