მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბჭოს ყოფილ წევრებს შეეძლოთ, ბანკი რთულ მდგომარეობაში ჩაეგდოთ, მაგრამ ასე არ მოხდა - თურნავა

თურნავა

მათ შეეძლოთ, რომ ეროვნული ბანკი, როგორც ინსტიტუცია, რომელსაც ისინი, სანამ ნათია თურნავა მოვიდოდა, წლები ემსახურებოდნენ, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩაეგდოთ და ძალიან კარგი, რომ ეს ასე არ მოხდა და ძალიან კარგი, რომ ჩვენ ორი ახალი წევრი გვყავს და საბჭოს იურიდიული ქმედით უნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგა", - ასე პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა "ბიზნესის კვირეულში" სტუმრობისას დასმულ კითხვას - რამ მიაღებინათ საბჭოს წევრებს ეროვნული ბანკის დატოვების გადაწყვეტილება

მას შემდეგ, რაც 19 სექტემბერს, ეროვნულმა ბანკმა საგამონაკლისო წესით აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა, სებ-ის საბჭო სამივე ვიცე-პრეზიდენტმა - ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ დატოვა. 

თურნავა აღნიშნავს იმასაც, რომ მომავალი ორი თვის განმავლობაში, როცა კანონის შესაბამისად, საბჭოს ყოფილი წევრები კვლავ ეროვნული ბანკის თანამშრომლებად რჩებიან, სურვილის შემთხვევაში მათ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა შეეძლებთ. 

"ისინი ფორმალურად რჩებიან საბჭოში. თუ სურვილი ექნებათ მიიღონ მონაწილეობა [საბჭოს მუშაობაში] მე ამას ვერც ავუკრძალავ და ვერც დავავალდებულებ. უბრალოდ იმ განცხადების შემდგომ ალბათ ცოტა უხერხული შეიძლება იყოს, თუმცა არ შევდივარ ამის განსჯაში", - ამბობს თურნავა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები