მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბჭოთა კავშირი უნდა აღვადგინოთ და ყველაფერი ვასუბსიდიროთ?! - გელა ხანიშვილი

60bf7ac7cddd6
ინგა მურუსიძე
09.06.21 12:48
3873
"ყველაფერი უნდა ვასუბსიდიროთ?!", - ამ კონტრკითხვით პასუხობს bm.ge-სთან გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელს და ფერმის მფლობელ ნიკოლოზ ბენიაიძეს.

საქმე ის არის, რომ „შირაქის“ დამფუძნებელი ფერმას ხურავს და საქონელს ყიდის. ნიკოლოზ ბენიანიძის თქმით, მიზეზი მერძევეობის დარგში არსებული პრობლემებია. ის სექტორის სუბსიდირებას  ითხოვს. "ძალიან ბევრჯერ ვუთხარით სამინისტროს ჩვენი პრობლემების შესახებ, თუმცა წუწუნით და თხოვნითაც დავიღალეთ. გვქონდა საუბარი შროტის დასუბსიდირებაზე, მაგრამ უარი გვითხრეს, დღგ-ის მოხსნას ვითხოვდით, ამაზეც უარი გვითხრეს ან 1 ლიტრ რძეზე ვითხოვდით სუბსიდირებას, მაგრამ ეგეც უყურადღებოდ დარჩა. ევროპაში 1 ჰა მიწას ასუბსიდირებენ 200-დან 300 ევრომდე და საქართველოში შემოსული პროდუქტი უკვე კონკურენციას უწევს ქართულ ნაწარმს ფასით, რადგან იქ ფერმერებს წარმოება ბევრად იაფი უჯდებათ. ფაქტობრივად, პროდუქტი დემპინგურ ფასად შემოდის. გაგვაჩნია შესაძლებლობა, რომ ქვყანაში რძის მოხმარება დავაკმაყოფილოთ, ამის ტექნოლოგიები გვაქვს, რესურსიც გვაქვს. დარგს ყურადღება უნდა მიექცეს, სუბსიდირება იქნება გამოსავალი“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ და დასძინა, რომ რძის ინდუსტრიას სწრაფი შველა სჭირდება.

„ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე ძვირდება ქერი, ხორბალი და სხვა ინგრედიენტები, ამას ვერ შევაჩერებთ. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ უნდა ვასუბსიდიროთ ყველაფერი? სოფლის მეურნეობა ისედაც სუბსიდირებული სფეროა; შეუძლებელია, რომ აქ რაიმე დამატებით სუბსიდირებაზე იყოს საუბარი. საბჭოთა კავშირი უნდა აღვადგინოთ და ყველანაირი პროდუქცია დავასუბსიდიროთ?! კონკურენციაა ჩვეულებრივი“, - განაცხადა გელა ხანიშვილმა რძის ინდუსტრიის წარმომადგენლის პრეტენზიაზე პასუხად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები