მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთში მომხდარი ავიაკატასტროფისას ყველა დაღუპული უკრაინის მოქალაქე იყო

62d3dee74291f
ალა ისპირიანი
17.07.22 14:50
11507
საბერძნეთის საჰაერო სივრცეში უკრაინული ავიაკომპანიის "მერიდიანის" კუთვნილი ხომალდი An-12 ჩამოვარდა. კომპანია სტიქიის მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ახელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ავიაკატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე, ბორტის პილოტებისგან ერთ-ერთ ძრავასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ შეტყობინება მიიღო. პილოტი ავარიული დაშვებისთვის ნებართვას მოითხოვდა.

თვითმფრინავს დაშვება შესთავაზეს სალონიკის ან კავალას აეროპორტში. თვითმფრინავმა დაშვება კავალასის აეროპორტში გადაწყვიტა, თუმცა ის აეროპორტიდან 40 კილომეტრში ჩამოვარდა. ბორტზე 8-დან 10-მდე ადამიანი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მას 12 ტონა სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები