საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსის 2023 წლის პირველი კვარტლის კვლევის შედეგების მიხედვით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა და 46.8 ქულა შეადგინა, რაც კომპანიების მიერ ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის დადებითად შეფასებით და ოპტიმისტური მოლოდინებით არის განპირობებული. ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა ყველაზე დადებითად ვაჭრობის სექტორმა შეაფასა. აღნიშნულს შესაძლოა, განაპირობებდეს პირველ კვარტალში გაზრდილი გაყიდვები, რაც სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 39%-მა დააფიქსირა.
“კვადრუმ ჯორჯიას” მარკეტინგის ხელმძღვანელი BMG-ისთან აღნიშნავს, რომ ზრდის დინამიკა ძირითადად ინფლაციით არის განპირობებული, თეიკო ლომინაძის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საქართველოს ვაჭრობის სექტორზე მოკლევადიანი პოზიტიური მოლოდინი შექმნა.
“საცალო ვაჭრობაში ვხედავთ ძალიან პოზიტიურ დინამიკას, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2023 წლის პირველი კვარტალი ძალიან კარგად დაიწყო. ამ სწორებას ჩვენ ვიღებთ, არა პანდემიის ციფრებთან მიმართებაში, არამედ ვედრებით და ზრდას ვუყურებთ პანდემიამდე ცხოვრებასთან, როცა საკმაოდ კარგ ნიშნულზე ვიყავით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტორმა აღდგენა დაასრულა. საინტერესოა ისიც, რომ ზრდა ბრუნვებთან მიმართებით განპირობებული იყო ინფლაციით, აქედან გამომდინარე, ეს არ არის მეტი მომხმარებლით განპირობებული ან მომხმარებლებს გაუუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობა, ეს იყო გაზრდილი ფასებთან მიმართებით.
დეკემბრიდან მოყოლებული ვაკვირდებით ტენდენციას და ვხედავთ, რომ გვაქვს ზრდა, როგორც საშუალო ჩეკის ზრდასთან, ასევე მომხმარებლის რაოდენობის ზრდასთან. გარკვეულწლიად ვფიქრობთ, ომის სიტუაციამ მოკლე დროში, როგორც დროებითი მოვლენა, რითეილზე და საცალო ვაჭრობაზე პოზიტიური შედეგი გამოიღო. თუმცა, ეს უფრო არის დროებითი მოვლენა, ვიდრე გრძელვადიანი ეკონომიკური მაჩვენებელი. თუმცა ვიტყვი, რომ დინამიკა პოზიტიურია,“ - აღნიშნა თეიკო ლომინაძემ