მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჭირო გახდა [მზია ამაღლობელის] ჰოსპიტლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება. შიმშილობას განაგრძობს - „ვივამედის“ დირექტორი

ბანერი

"ვივამედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელი მკურნალობას ჰოსპიტლის პირობებში გააგრძელებს. მან ამის შესახებ „ტვ პირველთან“ განაცხადა. მისივე თქმით, "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი შიმშილობას აგრძელებს.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კლინიკაში შემოვიდა პაციენტი ამაღლობელი, მას ჩაუტარდა აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ნანახი იქნა კვლევის შედეგები და პაციენტს შეთავაზებულ ექნა სტაციონარული მკურნალობა, რაზეც პაციენტი დათანხმდა და იმყოფება სტაციონარში მკურნალობაზე.

რა თქმა უნდა, იყო ცვლილებები ლაბორატორიული კვლევის შედეგებში და ამიტომ, საჭირო გახდა მისი ჰოსპიტლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება. შიმშილობას განაგრძობს”, - აცხადებს ჩხაიძე „ტვ პირველთან“.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ის უკვე 24 დღეა შიმშილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები