„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კრწანისის რაიონის მოსახლეობას ხვდება.
როგორც bm.ge-ს "ქართული ოცნების" პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა მორიგი შეხვედრა რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გულიას I ჩიხში, N6 -ში, იმ ტერიტორიის მიმდებარედ გამართა, რომელიც ადრე გასხვისებული იყო, ამჟამად კი იქ სტადიონისა და სკვერის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული ტერიტორიის მოსახლეობისთვის დაბრუნება 2017 წლის არჩევნების პერიოდში მისი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო, რომელიც წარმატებით შეასრულა. თბილისის მერობის კანიდადატის თქმით, რეკრეაციული ზონების ხარჯზე საცხოვრებელი კორპუსების აშენების მავნე პრაქტიკა სწორედ მისმა გუნდმა დაასრულა.
„ურბანული პოლიტიკა განსაზღვრავს ქალაქის ურბანული განვითარების სწორ ვექტორს, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ურბანული დაგეგმარება საერთოდ არ ხდებოდა, ქაოტური განაშენინება მიმდინარეობდა. სკვერები, პარკები, სპორტული მოედნები დატაცებული ჰქონდათ იმისთვის, რომ კორპუსები აეშენებინათ. ეს ადგილი არის ნათელი მაგალითი. ტერიტორია გამზადებული იყო იმისთვის, რომ აეშენებინათ კორპუსი. 10 წელი იბრძოდით იმისთვის, რომ ეს დაგებრუნებინათ.
კახა კალაძე - დედაქალაქში საცხოვრებელი კორპუსები არსად და არასოდეს აშენდება რეკრეაციული სივრცის ხარჯზეაქ იქნება ძალიან მაგარი სივრცე, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება დასვენების შესაძლებლობა. უამრავი ასეთი პრობლემა იყო. ვაკის პარკი იყო ანალოგი. ვაკის პარკი არის თბილისისთვის ერთ-ერთი ცენტრალური რეკრეაციული ზონა, სადაც 8-სართულიანი კორპუსი უნდა ჩაედგათ. ეს მიდგომა იყო, არანაირი სიყვარული ქალაქის და პატივისცემა მოსახლეობის არ არსებობდა. ეს ჩვენ დავასრულეთ და დღეს ჩვენ უკვე სხვა მიდგომები გვაქვს. ვერცერთი რეკრეაციული სივრცის თუ სპორტული მოედნის ხარჯზე ვერ აშენდება საცხოვრებელი კორპუსები თუ ოფისები. დღეს ქალაქს ყველაზე ყველაზე მეტად სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა, სჭირდება პარკები, სკვერები. ჩვენ მეტი მსგავსი სივრცე უნდა შევქმნათ ქალაქში და ამ ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.




























