მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა შენელებულია - TBC Capital

6299f897b3fed
BM.GE
03.06.22 16:32
673

თიბისი კაპიტალი აღდგენის დინამიკის ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმად, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის და თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა შენელებულია.

2022 წლის 1-31 მაისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შემცირდა და 2021 წელთან შედარებით -6%-ს უტოლდება.

რაც შეეხება საოცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდას, 1-28 მაისის პერიოდში აღნიშნულმა მაჩვენებელმა გასულ წელთან შედარებით 51% შეადგინა.

1-28 მაისის პერიოდში არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვამ, თიბისი ბანკის არხებით, 27%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს.

სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სტაბილურია და 37%-ით აჭარბებს 2021 წლის მაჩვენებელს. სხვა კატეგორიებზე რეზიდენტების უნაღდო ხარჯვამ მცირედით დაიკლო და წინა წელთან შედარებით 11%-ს შეადგენს.

2019 წელთან შედარებით, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯების ზრდა დაფიქსირდა (+128%). გართობაზე უნაღდო დანახარჯებმა დაიკლო და 2019 წელთან შედარებით 42%-ს შეადგენს. ფიტნესზე უნაღდო ხარჯვა სტაბილურია და 96%-ით აღემატება 2019 წლის იმავე პერიოდის დანახარჯებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები