მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო დემოკრატიული ორგანიზაციები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით EU-ს ოფიციალურ პირებს მიმართავენ

ორგანიზაციები

21 საერთაშორისო დემოკრატიული ორგანიზაცია, საქართველოში “უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლებს საერთო წერილს უგზავნიან, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში მიღებული რეპრესიული კანონის გამო და საერთაშორისო საზოგადოებას ქართული დემოკრატიის ხელშეწყობას სთხოვენ.

საერთაშორისო ორგანიზაციათა წერილის ადრესატები ურსულა ფონ დერ ლაიენი, შარლ მიშელი, ჯოზეფ ბორელი, რობერტა მეცოლა, ოლივერ ვარჰეი და ოლოფ სკუგი არიან.

წერილში განხილულია, რომ მიღებული კანონი იმეორებს ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ ტენდენციებს, მათ შორის რუსეთში მიღებული “უცხოელი აგენტების” კანონს, რომელიც გამოყენებული იქნა კრიტიკული ხმის ჩასახშობად და სამოქალაქო საზოგადოების შესუსტებისთვის.

დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებათა დამცველი ორგანიზაციები მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების მიმართ რამდენიმე მოწოდებას აჟღერებენ. ესენია:

  • საქართველოს მთავრობამ უპირობოდ გაიწვიოს რეპრესიული კანონი და განაგრძოს მუშაობა დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგით, რომელიც ევროკავშირის 9 დათქმაშია გაწერილი;
  • ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ოლოფ სკუგი, მშვიდობიანი აქტივისტების ძალისმიერი დარბევის გამო, ეწვიოს საქართველოს და მოუწოდოს ოფიციალურ პირებს, დაიცვან ადამიანების უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებები;
  • ქართველი კანონმდებლებისთვის პოლიტიკური წნეხის შესაქმნელად, ევროპულმა კომისიამ, ევროპულმა საბჭომ, ევროპულმა პარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განიხილონ მათ ხელთ არსებული საგარეო პოლიტიკის ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციების რეჟიმიც;
  • ევროპულმა კომისიამ მეტად გამოხატოს ქართველი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მხარდაჭერა NDICI-ის დამხმარე და სწრაფი რეაგირების ფონდების მობილიზებით, რათა უზრუნველყოს სწრაფი და ყოვლისმომცველი რეაგირება სამოქალაქო სივრცის დახურვის წინააღმდეგ;
  • ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფმა (DEG) დაიწყოს კონსულტაციები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან ODIHR-ის ხელმძღვანელობით, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში საარჩევნო პროცესების მხარდაჭერა და შესძინოს პოლიტიკური მნიშვნელობა არჩევნებზე დაკვირვებას;

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. Article 19
  2. Association for Democracy Assistance and Human Rights
  3. Brot für die Welt
  4. Club de Madrid
  5. Danish Institute for Parties and Democracy
  6. Democracy Reporting International
  7. Eastern Partnership Civil Society Forum
  8. Elbarlement
  9. European Partnership for Democracy
  10. Free Press Unlimited
  11. Human Rights Without Frontiers
  12. ILGA-Europe
  13. International Federation for Human Rights – FIDH
  14. International Partnership for Human Rights
  15. International Planned Parenthood Federation European Network (IPPF EN)
  16. International Rehabilitation Council for Torture Victims
  17. Netherlands Helsinki Committee
  18. Political Parties of Finland for Democracy – Demo Finland
  19. Protection International
  20. The Netherlands Institute for Multiparty Democracy
  21. Westminster Foundation for Democracy

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები